Alpen Milk დუბაიში Gulfood 2026 -ზე წარდგა

კომპანია Alpen Milk-მა დუბაიში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე Gulfood 2026 საკუთარი პროდუქცია წარადგინა. 26–30 იანვარს გამართულ ღონისძიებაზე კომპანიამ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებსა და კვების ინდუსტრიის პროფესიონალებს რძის ნაწარმისა და საკონდიტრო პროდუქციის ასორტიმენტი გააცნო.

გამოფენის განმავლობაში Alpen Milk-ის სტენდს საერთაშორისო ვიზიტორები აქტიურად სტუმრობდნენ. კომპანიამ ახალი საქმიანი კონტაქტები დაამყარა, ხოლო პოტენციურმა შემსყიდველებმა პროდუქციის მიმართ ინტერესი გამოხატეს. შეხვედრების ფარგლებში განიხილებოდა პროდუქციის მიწოდების, დისტრიბუციისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

გაზიარება