რას გთავაზობთ

ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას, არამედ წარმოების სრულ ციკლს — რეცეპტურის შემუშავებიდან მზა პროდუქტის მიწოდებამდე. თანამედროვე საწარმოო ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის 19-წლიანი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, თანამშრომლობის პირობები თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებს მოვარგოთ.

პროდუქციის წარმოება

ჩვენ ვაწარმოებთ კვების მრეწველობისთვის განკუთვნილ ცხიმოვან პროდუქტებსა და საკონდიტრო ნაწარმს, მათ შორის:

სპრედები და მცენარეული ცხიმები — კომპანია აწარმოებს სხვადასხვა ცხიმიანობის სპრედებსა და ერბოს მცენარეულ ალტერნატივებს საცალო მომხმარებლებისთვის.

პროფესიონალური მარგარინი — საწარმო უშვებს სპეციალიზებულ მარგარინს საკონდიტროებისა და საცხობებისთვის, მათ შორის, ფენოვანი ცომის მოსამზადებლად.

ნაღების კარაქი და რძის პროდუქტები — კომპანიის საქმიანობა ასევე მოიცავს რძის გადამუშავებასა და კარაქის წარმოებას.

რძიანი კანფეტები და ირისი — Alpen Milk-ი ამზადებს ტრადიციული რეცეპტით შექმნილ რძიან კანფეტებსა და ირისს.

ნაყინი და სორბეტი — კომპანიის ასორტიმენტში შედის ნაღების ნაყინი და ხილის სორბეტები.

დამატებითი მომსახურება და პარტნიორობის შესაძლებლობები

  • Private Label - წარმოება თქვენი ბრენდის სახელით გთავაზობთ პროდუქციის წარმოებას თქვენი ბრენდის სახელითა და თქვენი ბიზნესის მოთხოვნების გათვალისწინებით.
  • ინდივიდუალური რეცეპტურა თანამშრომლობა მოიცავს რეცეპტურის შემუშავებას, არსებული ფორმულების ადაპტაციასა და პროდუქტის ტექნოლოგიური მახასიათებლების ოპტიმიზაციას თქვენი საჭიროებების შესაბამისად.
  • შეფუთვა ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის შეფუთვაზე [კონტეინერები, ბლოკები და HoReCa ფორმატები პროდუქციის კატეგორიის მიხედვით], რაც საშუალებას გვაძლევს, პროდუქტი მოვარგოთ, როგორც საცალო ვაჭრობის, ისე, პროფესიული და ინდუსტრიული მომხმარებლების საჭიროებებს.
  • ლოჯისტიკა და საექსპორტო მხარდაჭერა ჩვენი კუთვნილი ავტოპარკი გარანტიას იძლევა უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვზე, უზრუნველყოფს ტემპერატურის სრულ კონტროლსა და დროულ მიწოდებას.