სურსათის უვნებლობა

სურსათის უვნებლობისა და ხარისხის პოლიტიკა

შპს „Alpen Milk“ წარმოების ყველა ეტაპზე ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნებით, საერთაშორისო სტანდარტებითა და სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის თანამედროვე პრინციპებით.

კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ნედლეულის შერჩევას, პროდუქტის შემადგენლობის გამჭვირვალობასა და საწარმოო პროცესების კონტროლს. ჩვენი Clean Label მიდგომა გულისხმობს გამჭვირვალე შემადგენლობის მქონე პროდუქციის წარმოებას, გენმოდიფიცირებული ინგრედიენტებისა და დაუდეკლარირებელი დანამატების გარეშე.

პროდუქციის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად საწარმოში მოქმედებს ლაბორატორიული კონტროლის სისტემა. თითოეული საწარმოო პარტია გადის შესაბამის ლაბორატორიულ შემოწმებას, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის უვნებლობის, ხარისხისა და ტექნიკური მახასიათებლების შეფასებას.

კომპანია პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლების, პარტნიორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წინაშე. უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის სისტემების ეფექტიან ფუნქციონირებასა და მუდმივ გაუმჯობესებას, თანამშრომელთა კომპეტენციის განვითარებასა და შესაბამისი ინფორმაციის ეფექტიან კომუნიკაციას.

კომპანია საქმიანობას წარმართავს ISO 22000:2018, ISO 9001:2015 სტანდარტების, HACCP-ის პრინციპებისა და Halal სერტიფიცირების მოთხოვნების შესაბამისად. პროდუქციის ხარისხის კონტროლი ხორციელდება როგორც ჩვენი შიდა ლაბორატორიის მიერ, ასევე დამოუკიდებელი შემოწმების გზით — პარტნიორებს ვაწვდით თბილისის აკრედიტებული ლაბორატორიების კვლევის ოქმებს.