კომპანია Alpen Milk-მა მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ენერგოეფექტური წარმოების განვითარებაში და საწარმო მზის ენერგიის სისტემებით აღჭურვა.
პროექტი განხორციელდა EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის ფარგლებში, საქართველოს ბანკის დაფინანსებითა და ტექნიკური მხარდაჭერით. ინვესტიციის შედეგად კომპანიამ შეიძინა და დაამონტაჟა თანამედროვე მზის პანელები და ინვერტორები, რაც წარმოების პროცესში განახლებადი ენერგიის გამოყენებას უზრუნველყოფს.
განხორციელებული პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ენერგორესურსებზე დანახარჯების შემცირებას, ტრადიციულ ენერგიის წყაროებზე დამოკიდებულების შემცირებასა და საწარმოს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას.
პროექტის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, Alpen Milk-მა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო წახალისების ფარგლებში სესხის 10%-ის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.
პროექტის შედეგად Alpen Milk-მა:
შეამცირა ნახშირბადის ნაკვალევი და ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული ხარჯები;
გააუმჯობესა ენერგოეფექტურობა წარმოების პროცესში;
გაზარდა განახლებადი ენერგიის გამოყენება საწარმოში;
კიდევ უფრო გააძლიერა მდგრადი და გარემოზე პასუხისმგებლობით ორიენტირებული წარმოების მიმართულება.