პროდუქციის წარმოება
Alpen Milk-ის საწარმო ჯავახეთში მდებარეობს. უნიკალური ბუნებრივი გარემო, თანამედროვე საწარმოო ინფრასტრუქტურა და ავტომატიზებული ტექნოლოგიური პროცესები ქმნის საფუძველს მაღალი ხარისხის რძის ნაწარმისა და საკონდიტრო პროდუქციის წარმოებისთვის
ჩვენი საწარმო აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, რომლებიც უზრუნველყოფს წარმოების პროცესების სიზუსტეს, ეფექტიანობასა და პროდუქციის ხარისხის მუდმივ კონტროლს.
ნედლეულის შერჩევიდან მზა პროდუქტის მიღებამდე თითოეული ეტაპი ხარისხის კონტროლის სისტემის ფარგლებში ხორციელდება. საწარმოში მოქმედი ლაბორატორია და კონტროლის პროცედურები პროდუქციის შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან უზრუნველყოფს.
წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილია მდგრადი ენერგომოხმარებაც. საწარმო საკუთარი მზის ელექტროსადგურით მარაგდება, რაც განახლებადი ენერგიის გამოყენებასა და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას უწყობს ხელს.
ჩვენ ვაწარმოებთ კვების მრეწველობისთვის განკუთვნილ ცხიმოვან პროდუქტებსა და საკონდიტრო ნაწარმს, მათ შორის:
სპრედები და მცენარეული ცხიმები — კომპანია აწარმოებს სხვადასხვა ცხიმიანობის (62.5%, 72.5%, 82.5%) სპრედებსა და ერბოს მცენარეულ ალტერნატივებს (99.7%) როგორც საცალო მომხმარებლებისთვის, ისე HoReCa სექტორისა და კვების საწარმოებისთვის (დაფასოება 0.2 კგ-დან 10 კგ-მდე).
სპეციალიზებული ინდუსტრიული ცხიმები — Alpen Milk აწარმოებს რძის ცხიმის შემცვლელებსა (MFS) და მაღალი სტაბილურობის ფრიტიურის ცხიმებს საკონდიტრო ფაბრიკების, საცხობებისა და კვების ობიექტებისთვის.
ნაყინი — კომპანიის ასორტიმენტში შედის მაღალი ხარისხის ნაღების ნაყინი ოთხი კლასიკური გემოთი (ვანილი, კაკაო, კრემ-ბრიულე და მარწყვი) — ვაფლის ჭიქაში, ესკიმო და ჯოხზე.
რძიანი კანფეტები და ირისი — Alpen Milk-ი ამზადებს ტრადიციული რეცეპტით შექმნილ რძიან კანფეტებსა და ირისს.
