ჩვენ შესახებ
შპს Alpen Milk ქართული საწარმოო კომპანიაა, რომელიც 2007 წლიდან აწარმოებს საკვებ ცხიმებს, რძის პროდუქტებს, ნაყინსა და საკონდიტრო ნაწარმს.
ჩვენი საწარმო მდებარეობს ახალქალაქში, ჯავახეთის ზეგანზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე. ეს განსაკუთრებული გარემო ჩვენი იდენტობის ნაწილია და გვაკისრებს პასუხისმგებლობას – შევქმნათ პროდუქცია, რომელიც ხარისხითა და გემოთი მომხმარებლის ნდობას იმსახურებს.
თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ხარისხის მკაცრი კონტროლით, მაქსიმალურად ვინარჩუნებთ ინგრედიენტების ბუნებრივ თვისებებსა და გემოს. ჩვენი მიზანია, თითოეული პარტია ერთნაირად მაღალი ხარისხით, სტაბილურობითა და სანდოობით გამოირჩეოდეს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წარმოების განვითარება გარემოზე ზრუნვასთან თანხვედრაში იყოს. სწორედ ამიტომ, მდგრადი განვითარება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
Alpen Milk -ის საწარმო მთლიანად საკუთარ მზის ელექტროსადგურზე მუშაობს. მზის ენერგიის გამოყენება გვაძლევს შესაძლებლობას, შევამციროთ გარემოზე წარმოების ზემოქმედება და ჩვენი საქმიანობა განახლებადი ენერგიის გამოყენებას დავაფუძნოთ. ეს მხოლოდ ტექნოლოგიური გადაწყვეტილება არ არის – ეს ჩვენი პასუხისმგებლობა და დამოკიდებულებაა გარემოსა და მომავლის მიმართ.
მზის ენერგიაზე წარმოება ჩვენი პარტნიორებისთვისაც დამატებითი უპირატესობაა. მათ შეუძლიათ Alpen Milk-ის პროდუქციაზე გამოიყენონ სპეციალური აღნიშვნა – „წარმოებულია მზის ენერგიით“, რითაც საკუთარ მომხმარებლებს გარემოზე პასუხისმგებლიანი წარმოების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
