კომპანია Alpen Milk-მა საფრანგეთში, კვების პროდუქტებისა და სასმელების ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში — SIAL Paris 2026-ში მიიღო მონაწილეობა. კომპანიამ საერთაშორისო აუდიტორიას საკუთარი წარმოების რძის ნაწარმი და საკონდიტრო პროდუქცია წარუდგინა.
გამოფენის ფარგლებში Alpen Milk-ის პროდუქციამ საერთაშორისო შემსყიდველების მოწონება დაიმსახურა. პოტენციურმა პარტნიორებმა პროდუქციის მიმართ თანამშრომლობის ინტერესი გამოხატეს, მათ შორის საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის მიწოდების მიმართულებით.
SIAL Paris 2026-ზე მონაწილეობა Alpen Milk-ისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საერთაშორისო ბაზარზე კომპანიის ცნობადობის გასაზრდელად, პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრებისა და საექსპორტო მიმართულებით ახალი თანამშრომლობის პერსპექტივების გასავითარებლად.
SIAL Paris კვების ინდუსტრიის წამყვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო კომპანიებს აერთიანებს და საერთაშორისო ბიზნესკავშირების განვითარების შესაძლებლობას ქმნის.
გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობა საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით განხორციელდა.